The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სლავა მებონია

სლავა მებონია
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა მოსკოვის ნ. ბაუმანის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი, ავტომატიზაციის და მექანიზაციის ფაკულტეტი, მეტალურგიული ქარხნების მექანიკური მოწყობილობა 1973 წელს; 1979-1981წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ლითონების წნევით დამუშავების კათედრა, ასპირანტი.

1973-1976წწ. - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, მილსაგლინი აგრეგატის მექანიკური სამსახურის ოსტატი; 1976-1978წწ. - ენგურქაღალდკომბინატი, ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1981-1986წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ლითონების წნევით დამუშავების საკონსტრუქტორო-კვლევითი ბიუროს სექტორის უფროსი; 1986-2002წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოცენტი; 2002-2009წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი; 2009-2012წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011-2012წწ. - რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის პრობლემების განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2012 წლიდან - რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მისი კვლევის საკითხებია: საგლინი და მილსაგლინი წარმოების ტექნოლოგიური პროცესების და მოწყობილობის სრულყოფა; რადიალურ-საჭედი მანქანების ახალი კონსტრუქციების დაპროექტება; მექანიკურ სისტემებში დარტყმითი ძალების განსაზღვრის მეთოდების და ალგორითმების შემუშავება. მისი კვლევის შედეგები დანერგილია წარმოებაში. 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და გამოგონებების, პატენტების ავტორი. მიღებული აქვს "წლის ინჟინერის" წოდება მეტალურგიის დარგში (2008). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.250; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი: imm.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - საქართველოს ეროვნული პრემია
    სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის "სამანქანო სისტემებში დარტყმითი მოვლენების პარამეტრების გაანგარიშების საინჟინრო მეთოდები და დინამიკური პროცესების ოპტიმიზაცია"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: