The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მზია ლეკვეიშვილი

მზია ლეკვეიშვილი
Date of birth:27 September, 1927
Date of death:1 December, 2015  (at 88 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1950 წელს.

1955–1958წწ. იყო გაზეთ "კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1958–1960წწ. ჟურნალ "საბჭოთა სამართლის" რედაქტორის მოადგილე; 1960–1964წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1967–1975წწ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი; 1964 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1972–1975წწ. იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; 1991–2005წწ. სისხლის სამართლის კათედრის გამგის მოადგილე; 2005–2006წწ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2010–2015წწ. კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2005–2010წწ. ვახტანგ გორგასლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი შრომები ეძღვნება სისხლის სამართლის კერძო ნაწილის, აგრეთვე ქართული სამართლის ისტორიის საკითხებს, ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. სისხლის სამართლის სპეციალისტი, პროფესორი (1993–2011), პროფესორ-ემერიტუსი (2012 წლიდან).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: