The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემილ ლევიე

დაბადების თარიღი:1839
გარდაცვ. თარიღი:1911  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი : ქ. ბერნი, შვეიცარია.

1890 წლის მე-2 ნახევარში ცნობილ ბუნებისმეტყველ სტეფანე სომიესთან ერთად, ადგილობრივი ფლორის შესწავლის მიზნით იმოგზაურა კავკასიაში. მოიარა აჭარა, იმერეთი, აფხაზეთი, სვანეთი; კოდორის ხეობით გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, საიდანაც საქართველოს სამხედრო გზით ჩავიდა თბილისში, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში; მოგზაურობისას აღმოაჩინა ბოტანიკოსებისთვის მანამდე უცნობი მრავალი მცენარე. მან აგრეთვე შეაგროვა მდიდარი ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური მასალა, მათ შორის ბათუმისა და თბილისის აღწერილობა; მისი ჩანაწერები ექსპედიციის დაწყებისთანავე ქვეყნდებოდა შვეიცარიულ ჟურნალ "Biblioteque Universalle"-ში, რამაც კიდევ უფრო გააღვივა ევროპელთა დაინტერესება საქართველოს ისტორიითა და კულტურით. წერილების ნაწილი მალევე გამოიცა ქართულ ენაზე (1894). იტალიელი ბოტანიკოსი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: