The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკა ლდოკონენი

მაკა ლდოკონენი
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1970  (53 წლის)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1995 წელს; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) PR –სკოლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალობით 2007 წელს.
1992 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში; 2005 წელს გაზეთში "წიგნები" დაიბეჭდა მისი სადებიუტო მოთხრობა "საახალწლო საკითხავი"; 2005 წლიდან თანამშრომლობს ლიტერატურულ გამოცემებთან; მისი მოთხრობები შესულია: ლიტერატურულ კონკურს "პენ-მარათონი - 2007" და "პენ-მარათონი - 2010" კრებულებში; ასევე ლიტერატურულ კონკურს "წერო-2006" და "წერო-2008" კრებულებში (2008 წლის კრებულში შესულმა მოთხრობამ "მისი სახლი" ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" პრიზი დაიმსახურა); 2009 წელს გამოსცა სადებიუტო მოთხრობების კრებული "ქიშმიშიანი ამბები" (გამომცემლობა "დიოგენე"); 2010 წელს "ლიტ. სახელების" კონკურსში მოთხრობამ "ანდერგრაუნდი – საიუბილეო პერფორმანსი" მეორე ადგილი დაიმსახურა; 2011 წელს მონაწილეობა მიიღო ლიტვის ლიტერატურულ ფესტივალში; 2010 წელს წიგნი "ქიშმიშიანი ამბები" ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის "საბას" ლაურეატი გახდა დებიუტის ნომინაციაში; 2011 წელს მოთხრობა "რატომ ტიროდნენ ჩვენი მოხუცები" გერმანულ ენაზე ითარგმნა და პროექტის "ვენის ლიტერატურული კაფეების" ფინალისტი გახდა; 2011 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული "ბიშეს ბალიშები" (ელექტრონული სახით); 2013 წელს მონაწილეობდა თსუ 95-ე საიუბილეო წლის ლიტერატურული პროექტში "RETU-ლიტ." (პრიექტის ფარგლებში დაწერილი მოთხრობა "კალმუნები" საიბულეო კრებულში შევიდა); 2013 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული "ლიტერატურული პროექტი" (გამომცემლობა "საუნჯე"); 2016 წელს მოთხრობა "ოციდან ოცდაათამდე ცხენისკუდა" ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს "თბილისის" ნომინანტი გახდა; 2017 წელს გამოსცა მცირე რომანი "ცხენისკუდები დილასთვის"  (გამომცემლობა "ბაკმი"); 2016-2017წწ. საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებაზე" მიჰყავდა რუბრიკა "წიგნები ბავშვებისა და მოზარდებისთვის"; 2016 წლიდან ინტერნეტ-ჟურნალ მასწავლებელი; აქვეყნებს სტატიებს საბავშვო ლიტერატურუზე; 2007 წელს იყო ლიტერატურულ კონკურსის "წერო" (პოეზიაში) ჟიურის წევრი; 2014 წელს მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის "მომავლის მწერალი" ჟიურის წევრი; 2010-2017წწ. სტუდენტური კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" ჟიურის წევრი; მისი მოთხრობები ნათარგმნია ლიტვურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე; არის თვითნასწავლი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, დასურათებული აქვს თანამედროვე ქართველი ავტორებუს პოეტური და პროზაული კრებულები, საბავშვო წიგნები.

წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: