The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კუხალაშვილი

გიორგი კუხალაშვილი
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1982  (41 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლის ფერწერის ფაკულტეტი 2002 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემია 2007 წელს.

1998 წელს სამხატვრო სკოლაში სწავლის პერიოდში შექმნა ნამუშევარი სახელწოდებით "იერუსალიმში შესვლა", რომელმაც გამოკვეთა მისი შემოქმედებითი მისწრაფებები და ინტერესი რელიგიური თემების მიმართ, უფრო მოგვიანებით, 2000 წელს დაასრულა ფერწერული ტილო "შობის მისტერია", რომელიც დღემდე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მხატვრის შემოქმედებაში. 2005 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პარალელურად, ძველი თბილისის ისტორიულ უბანში გახსნა საკუთარი სახელოსნო, სადაც ინტენსიურად დაიწყო მუშაობა. 2010 წელს საკუთარი სახელოსნოს ბაზაზე დააფუძნა ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება "ხელოვნების ენა", სადაც უამრავი ახალგაზრდა მხატვარი და მოქანდაკე აქტიურად ჩაერთო შემოქმედებით საქმიანობაში. 2010 წლიდან შემოქმედებით გუნდთან ერთად, იწყებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას. ის აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და წარმოადგენს საკუთარ შემოქმედებას როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.  მისი შემოქმედებითი ინტერესის სფეროს ძირითადად წარმოადგენს ისეთი რელიგიურ-მისტერიალური თემები როგორიცაა: გოლგოთას მისტერია, ჯვრიდან გარდამოხსნა, ღვთის კრავი, რექვიემი, ბარაბას ჯვარი, განკითხვის დღე, ამაღლება, საიდუმლო სერობა და სხვა. ამ მრავალფიგურიანი კომპოზიციების ძირითადი თავისებურება ფერწერული ენის ორიგინალურობა და ღრმა შინაარსობრივი მრავალწახნაგოვანებაა. მხატვრის შემოქმედებაში აღსანიშნავია ასევე ლირიულ-ალეგორიული შინაარსის კომპოზიციები, ისეთები როგორიცაა: დონ კიხოტი, მეჯლისი, კაზინო, ჩაშლილი წარმოდგენა და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია: თეატრისა და კინოს ეროვნულ მუზეუმი, თბილისი, საქართველო; კერძო კოლექციები: ჰოლანდია, აშშ, ინგლისი, რუსეთი. კონკურსი - "ლევ ტოლსტოის სამყარო" - პირველი ადგილის მფლობელი (2011), ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინიჭებული აქვს ახალგაზრდა პროფესიონალის წოდება (2015).

წყარო: თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge


გააზიარე: