შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ კუპრავა
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბაშა, აბაშის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი 1952 წელს. პირველი ლექსი 1940 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი - ''ლექსები''(1946); მისი პოეტური კრებულებია: ''ლექსები''(1952), ''ნაცრისფერი ყაბალახი''(1966), ''მგზავრული''(1976), ''მაღალი მთები დაუთოვია'' და სხვა. მისი რომანი ''ლურჯი იების ზღაპარი''(1972) ასახავს ქართული სოფლის ცხოვრებას; რომანი ''სირიაჩქონის ტყის სიზმარი'' (1977) მიეძღვნა ქართული კომკავშირული ორგანიზაციის ''სპარტაკის'' მოღვაწეობას. ნათარგმნი აქვს ნ. ტიხონოვის, ა. სურკოვის, ა. სოფრონოვის, მ. ქარიმის, კ. ხეთაგუროვის, მ. ლასურიას და სხვათა ნაწარმოებები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.76; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 194-195 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |