The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ კოდუა

დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1902
გარდაცვ. თარიღი:11 სექტემბერი, 1978  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვალონი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1934–1945წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის მასწავლებელი; 1945–1946წწ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისს დოცენტი, პროფესორი (1947–1978). არის სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება პოლიტიკური ეკონომიის, ინდუსტრიალიზაციის, საწარმოთა დაგეგმვის, ელექტრიფიკაციისა და სხვ. საკითხებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: