შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კლდიაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია 1880 წელს; 1882 წელს მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელი. 1882 წლიდან მუშაობდა სამხედრო სამსახურში ქ. ბათუმში. იყო მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი. დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგეციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან. 1905-1907წწ. რევოლუციის შემდეგ არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. 1908 წლიდან ჯერ ქუთაისში, შემდგომ ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშობდა. 1915 წელს მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისთვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და სამშობლოში დაბრუნდა. მისი პირველი მხატვრული თარგმანები 1885 წელს, ჟურნალ "თეატრში" დაიბეჭდა. დ. კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი - ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა. მწერლის მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. "შემოდგომის აზრაურების" ცხოვრების მწუხრის ასახვა - პირველად გამოჩნდა მოთხრობაში "სოლომონ მორბელაძე" (1894). სწორედ აქ დაინახა მწერალმა თავისი "ცრემლნარევი სიცილის" სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი ინდივიდულობა მიანიჭა. მწერალი მწვავედ განიცდის ყოველივე ამას და მხოლოდ იშვიათად მიმართავს მძაფრ, დაუნდობელ სატირას ("ბაკულას ღორები", 1920). მოთხრობათა პირველი კრებული 1901 წელს გამოიცა; ორტომეული 1911, რჩეული ნაწერების ორტომეული 1926, თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად - 1933, 1935, 1995. თერჯოლაში დგას კლდიაშვილისა და მისი მოთხრობების პერსონაჟთა ძეგლი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.552; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |