The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ კვესელავა

იგორ კვესელავა
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1966წწ. - სოფელი ლეჟა, საშუალო სკოლა, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელი; 1967-1970წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის, ეთნოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, ასპირანტი; 1968-1970წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პოლიტიკური ისტორიის კათედრა, მოწვეული მასწავლებელი; 1970-1975წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პოლიტიკური ისტორიის კათედრა, მასწავლებელი; 1975-1979წწ. - პოლიტიკური ისტორიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1979-1990წწ. - პოლიტიკური ისტორიის კათედრა, კათედრის გამგის მოადგილე; 1979-2984წწ. - საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე; 1990-2001წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ისტორიის და კულტურის კათედრის პროფესორი; 1991-1995წწ. - ბიზნესის უმაღლესი სკოლა, ეროვნული მოძრაობის ისტორიის კათედრა, კათედრის გამგე; 2002-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრა, კათედრის გამგე; 2006-2012წწ. - საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2012-2017წწ. - სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, დეპარტამენტის უსფროსი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. იკვლევს საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო პოლიტიკის თანამედროვე პრობლემებს, ასევე საქართველოს როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო ასპარეზზე. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: