შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ კვანტალიანი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1978წწ. - მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ქრონიკული უკმარისობის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1978–1985წწ. - ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან აღნიშნული განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომერლი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საკითხებს. 1992 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას დამოუკიდებელ სამედიცინო ინსტიტუტებში "ვითა" და "ელეგია და კომპანია". ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიით ავადმყოფებში მიოკარდიუმის ექტოპიური აქტივობის გამოვლენა ფსიქო-ემოციური და სენსორული სტრეს-ტესტების საშუალებით", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2006 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.148; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.337; მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი "კლინიკა ლარსზე": cliniconlars.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |