The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ თორდუა

ვლადიმერ თორდუა
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1914
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 1999  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თეკლათი, ცხაკაიას რაიონი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს.

1939-1945 წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" პ/მგ მდივანი; ავტორია წიგნებისა: "ჩიტი ციცინო" (1948), "ომგადახდილის თვალით" (1952), "დღეები და ადამიანები" (1955), "მოთხრობები ნამდვილ ადამიანებზე" (1967), "როგორ უყვარდათ, როგორ კვდებოდნენ" (1975) "ნაკვესები, ნოველები და მინიატიურები" (1985) და სხვ. თარგმნა უკრაინელი მწერლის ვ. სტეფანიკის "რჩეული" (1954). მისი ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, ბულგარულ, ლატვიურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.91

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ერთი წამის უკვდავება : ნოველები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1988. - 303გვ.
  • მისხალ-მისხალი : იუმორ. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1986. - 63გვ.
  • თაიგული : ნარკვევები (ავტორი). - სოხუმი, ალაშარა, 1982. - 60გვ.
  • რჩეული : ნოველები, მინიატურები, მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1976. - 361გვ.
  • აღსარება : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1971. - 265გვ.

გააზიარე: