The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატა თვალჭრელიძე

ტატა თვალჭრელიძე
ოფიციალური სახელი:ტატიანა თვალჭრელიძე
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:21 ივნისი, 1992  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1963 წელს და რსფსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა (მოსკოვი, 1971).

მუშაობდა საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თამაზ ქვარიანთან ერთად, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ჩამოაყალიბა კინო ფაკლუტეტი; 1987 წელს უნივერსიტეტში დააარსა ასევე კინოს ენისა და სტრუქტურის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ამ ლაბორატორიის მუშაობის ნაყოფი იყო მისი წიგნი "კინემატოგრაფიული ძიებანი", რომელიც ქართულ კინომცოდნეობაში დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემად, საკითხისადმი მისი ანალიტიკური მიდგომის გამო. მისი წერილები კინოხელოვნების სხვადასხვა საკითხებზე გამოქვეყნებულია პერიოდულ გამოცემებში. მისი ავტორობით მომზადდა არაერთი ტელე და რადიოგადაცემა, მათ შორის საქართველოს ტელევიზიის I არხის გადაცემათა ციკლი "ფილმი და რეჟისორი"; მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები  "სესილია თაყაიშვილი" ( რეჟ. თ. ბაქრაძე, 1980), "ეროსი მანჯგალაძე" (რეჟ. ნ. ჯორჯაძე 1983), სამეცნიერო-პოპულარული ფილმი "ჯადოსნური საცერი" (რეჟ. ვ. სემიონოვი, 1985) და სხვა. კინომცოდნე. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსახიობი ქართულ კინოში", დაიცვა 1971 წელს. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.59; feminism-boell.org 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: