The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ვაშაყმაძე

თამაზ ვაშაყმაძე
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1968 წლებში მუშაობდა თბილისის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1968 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი. 1999 წელს მიწვეული იყო დელავერის უნივერსიტეტში(აშშ) მკვლევარ-პროფესორად. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია გამოთვლითი მათემატიკა, მაღალი სიზუსტის რიცხვითი გამოთვლების მეთოდები, არითმეტიკულ ოპერაციათა მინიმიზაციის კრებადი და მდგრადი სქემები, უწყვეტი გარემოს მექანიკის მათემატიკური მეთოდები. თამაზ ვაშაყმაძის მიერ შემოთავაზებულია უწყვეტი გარემოს ნებისმიერი ფორმის აღწერის უნივერსალური პრინციპი, რომლის ზოგიერთი შედეგიც დადასტურებულია ექსპერიმენტულად. გამოქვეყნებული აქვს ოთხი მონოგრაფია, მათ შორის ერთი-შპრინგერის საერთაშორისო გამომცემლობაში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1995).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.199

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2009 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1993 - ილია ვეკუას სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: