The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მოსე გოგიბერიძე

მოსე გოგიბერიძე
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1897
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 1949  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

სწავლობდა ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში ფილოსოფიას, ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას 1918–1921წწ.

1923 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი; 1930 წლიდან პროფესორი; ბუნების დიალექტიკის კათედრის გამგე; 1933–1941წწ. ფილოსოფიის კათედრის გამგე. 1941 წელს დააპატიმრეს ფაშისტური გერმანიის აგენტობის ბრალდებით და გადაასახლეს აქტიუბინსკში. 
მისი ძირითადი შრომები ეხება ფილოსოფიის ისტორიას, შემეცნების თეორიას, ბუნებისმეტყველების ფილოსოფიასა და ქართული ფილოსოფიის ისტორიას; შემეცნების თეორიის აქტუალური საკითხები დამუშავებულია ნაშრომებში: "შემეცნების აქსიომატური დასაბამი" (1926), "შემეცნების საგნის პრობლემა" (1928), "მეცნიერება და რელიგია" (1929); ამუშავებდა ზოგადი ფილოსოფიის, მარქსისტული ფილოსოფიის, აგრეთვე ქართული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებს; ზოგად ფილოსოფიას მიეკუთვნება – "ფილოსოფიის ისტორია" (1941), მარქსისტულ ფილოსოფიას - "მატერიალიზმისა და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე" (1928); ქართული ფილოსოფიის ისტორიას ეძღვნება შრომები: "რუსთაველის მსოფლმხედველობის სათავეები" (1937), "წერილების ციკლი იოანე პეტრიწზე" (1940), "ქართული ფილოსოფიის პრელუდიები" (1961); 1970–1978წწ. გამოიცა გოგიბერიძის რჩეული ფილოსოფიის თხზულებანი 4 ტომად. 

დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია ცნობილი ფილოსოფოსის ნ. ჰარტმანის ხელმძღვანელობით 1922 წელს მარბურგში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. - თბ., 1978. -გვ. 197 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: