The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გიორგიძე

გიორგი გიორგიძე
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 1974  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოთეკარი, ისტორიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი 1915 წელს.

1916-1937წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და საბიბლიოთეკო მოღვაწეობას; 1938 წელს მუშაობა დაიწყო ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც სხვადასხვა დროს იყო ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის პირველი გამგე და ბიბლიოთეკის გამგე; 1970 წელს შეადგინა და გამოსცა სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის – "საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია"; მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბიბლიოთეკის დაარსებაში, როგორც პირველი ფონდის დამკომპლექტებელი და დირექტორი; ამავე ბიბლიოთეკას გადასცა საკმაოდ მდიდარი პირადი ბიბლიოთეკა; ბიბლიოთეკათმცოდნე, ბიბლიოგრაფი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.33

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: