The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო გვასალია

ჯონდო გვასალია
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1933
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 2005  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1951 წელს სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტზე; ერთი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს.

1958 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ისტორიული გეოგრაფიის განყოფილებაში უფროს ლაბორანტად; 1964 წლიდან იყო უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1988 წლიდან იყო წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, შემდეგ მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მრავალფეროვანია; მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შიდა ქართლის ისტორიული გეოგრაფიის პრობლემები, საქართველოში ოსთა მიგრაციის საკითხები. არის თანაავტორი საქართველოს ისტორიული ატლასისა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო და საგაზეთო სტატია, ესკიზი და პოეტური ნაწარმოები. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში შესულია მისი 100-ზე მეტი სტატია;ის  ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ოსების საქართველოში მიგრაციის პრობლემა შეისწავლა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1986).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან (ქსნის საერისთავო)", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფია : (შიდა ქართლი IV-XVIII სს.)", დაიცვა 1986 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: