შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა გაჩეჩილაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1989 წელს. 1989-1991წწ. მუშაობდა ლითონის კონსტრუქციების საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. იყო თბილისის საიუველირო ქარხნის ტექნოლოგი. 1994 წლიდან პარალელურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მინერალოგია-პეტროქიმიის და გეოქიმიის კათედრის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელია, ხოლო 2004 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს. ხ. გაჩეჩილაძე საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ექსპერტი და თბილისის აუქციონის სახლის დამოუკიდებელი ექსპერტია. ლითონმცოდნე, საიუველირო ნაკეთობათა სპეციალისტი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2000), ასოცირებული პროფესორი (2000). წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.- 2008.- გვ. 32-33
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |