The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გამყრელიძე

ოთარ გამყრელიძე
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზოდი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1963 წელს.
1954-1957წწ.  მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1990-1997წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიწვეულ მეცნიერ-კონსულტანტად; 1991-2006წწ. სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ადვოკატია; აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან; 1993 წლის დეკემბრიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სამთავრობო კომისიის წევრი და შემდეგ თავჯდომარეა; არჩეული იყო საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის პროექტის შემმუშავებელ კომისიის წევრად; მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში სისხლის სამართლის საკითხებზე, რომელთაგან აღსანიშნავია საბჭოთა კავშირისა და დასავლეთ გერმანიის მეცნიერთა შეხვედრა (თბილისი, 1983 წელი) და გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის მაქს პლანკი საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ 1999 წელს ორგანიზებული სამეცნიერო შეხვედრა თემაზე: "სისხლის სამართლებრივი წარსულის გადასინჯვა"; 1995 წლის დეკემბერსა და 1996 წლის იანვარში მიწვეული იყო გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში ორთვიანი სამეცნიერო მივლინებით; სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის პერიოდში მის მიერ მომზადდა "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ალტერნატიული პროექტი", რომელიც გამოქვეყნდა 1996 წელს ჟურნალ "საქართველოს პარლამენტის უწყებანი" დეკემბრის ნომერში; იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს სამასამდე ნაშრომი. 2007 წლიდან მისი რედაქტორიბით გამოდის სამართლებრივი ჟურნალი "ცხოვრება და კანონი".

წყარო: opentext.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა კოლეგია , წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: