The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ბულუსაშვილი

რუსუდან ბულუსაშვილი
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:8 ივნისი, 2021  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1955–1960წწ. იყო ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1970წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1970-1991წწ. ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორიის გამგე; ავტორია 90 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის, მონაწილეა საბჭოთა კავშირის და ევროპის ქვეყნების სიმპოზიუმებისა და კონგრესების მორფოლოგიასა და ჰისტოქიმიაში. რომლებიც ეხება ქირურგიული და სიმსივნური ზრდის საკითხებს. ექიმი–მორფოლოგი, ჰისტოქიმიკოსი, ელექტრინული მიკრისკოოპიის ერთ- ერთი დამფუძნებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ლუარსაბ შარაშიძის მეუღლე.

საკადიდატო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის როლი ინდუცირებული სიმსივნეების განვითარებაში", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინდუცირებული სიმსივნეების ჰისტოქიმიური თავისებურებანი", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.48

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: