The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ახვლედიანი

ვახტანგ ახვლედიანი
დაბადების თარიღი:1939
გარდაცვ. თარიღი:2012  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აჭარის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ფერიის პანთეონი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მახინჯაური.

დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით).

სხვდასხვა პერიოდში მუშაობდა: პედაგოგად, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, გამომცემლობა "საბჭოთა აჭარის" საწარმოო განყოფილების გამგედ, უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის პასუხისმგებელ მდივნად; გაზეთ "ადჟარიას" რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად, აჭარის ბეჭვდითი სიტყვის სახელმწიფო დეპარტამენტის, აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის, ქართული ენის დეპარტამენტის თავმჯდომარედ; ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იყო აჭარაში ჩამოყალიბებული ორგანიზიციის ("სახალხო კრება") ხელმძღვანელი. მუშაობდა პროზაში, პოეზიაში, დრამატურგიაში, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას; გამოცემული აქვს წიგნები: "ჟამი სიყვარულისა", "ფერისცვალება" (1975), "ლალი ქვარიანის შეცდომა" (1977), "მოტაცება", "ბერიკაცები" (1980), "ორი დიდი დღე" (1982), "ბიჭი და გედი" (საბავშვო კრებული, 1994), "გზაწვრილებით" (2002), "ორტომეული" (2004) და სხვა. თარგმნა XX საუკუნის ბულგარელი კლასიკოსის - ნიკოლა ვაპცაროვის ლექსები, ბორის კალაიჯევის, იერონიმას დაუციუსის შემოქმედების ცალკეული ნიმუშები. მისი საბავშვო პიესა - "მეგობრობის ძალა" - დაიდგა ბათუმის თოჯინების თეატრის სცენაზე. დაჯილდოებული იყო ბულგარეთ-საბჭოთა კავშირის მეგობრობის ოქროს მედლით (1980) და საერთაშორისო ჟურნალ "ჰაიოს-ქართლოსის" ვერცხლის მედლით (1998). მწერლის გარდაცვალების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციამ "2011 წლის 26 მაისი. ენა, მამული, სარწმუნოება" დააწესა ვახტანგ ახვლედიანის სახელობის სიგელი - "სამართლიანობისათვის მებრძოლს". მისი შემოქმედება თარგმნილია ბულგარულ, ლიტვურ, სომხურ, თურქმენულ, ტაჯიკურ, ფინურ, სლოვაკურ, რუსულ ენებზე.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.138-139; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: