The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა კალანდაძე

ანა კალანდაძე
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:11 მარტი, 2008  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:მეცნიერი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი  კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით. ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ "ლიტერატურა და ხელოვნებასა" და ჟურნალ "მნათობში". ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1958, 1960, 1967, 1976 და სხვ. წლებში; მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

წყარო: ბურუსი: burusi.wordpress.com; ამერიკის ხმა: web.archive.orgწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.228; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.47

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-2008)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - ლიტერატურული პრემია "საბა", ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის
  • 2005 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, "მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, პუბლიცისტიკის დრაგში
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1985 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, სიცოცხლის ბოლო წლებში გამოქვეყნებული ლექსებისათვის
  • 1983 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: