შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1973 წელს; ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენეთა სახელმწიფო ინსტიტუტი გერმანული ენის სპეციალისტის კვალიფიკაციით 1991 წელს; ნ. მ. შვერნიკის სახელობის მოსკოვის პროფმოძრაობის უმაღლესი სკოლის ასპირანტურა 1990 წელს. 1974-1992წწ. მუშაობდა თბილისის საექსკურსიო-სამოგზაურო ბიუროში ექსკურსიამძღოლად, მეთოდური განყოფილების გამგედ; 1992-1999წწ. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მარკეტინგის, რეკლამის, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირების სამმართველოს უფროსად; 1999-2010წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ბიზნესის კათედრის გამგედ; 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; მონაწილეა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, საგრანტო პროექტისა და ტრენინგებისა; მისი სამეცნიერო პუბლიკაციები იბეჭდება ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ისტორიის დოქტორი, ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი. 3 მონოგრაფიისა და 43 პუბლიკაციის ავტორი. სადისერტაციო თემა - "შრომისა და უმუშევრობის საკითხები საქართველოში ახალი ეკონომიკური პოლიტიკის წლებში (1921-1925)", დაიცვა 1990 წელს. წყარო: სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: gnta.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |