The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი სადილიანი

ვალერი სადილიანი
დაბადების თარიღი:1953
გარდაცვ. თარიღი:16 სექტემბერი, 1993  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კინდღი, ოჩამჩირის რაიონი.

აფხაზეთის საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, 1992 წლის სექტემბრიდან ვალერი სადილიანი ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე  ბატალიონად. ის იყო ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ოპერატორი, მოგვიანებით ვალერი სადილიანი ტანკსაწინააღმდეგო  ოცეულის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა, ასევე იყო ეკიპაჟ "მეხის" მეთაური. მონაწილეობდა ყველა იმ საბრძოლო  ოპერაციაში, რომელიც უწარმოებია ტანკსაწინააღმდეგო ოცეულს. იყო  საუკეთესო  ტანკისტი. დაიღუპა  1993 წლის 20 სექტემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.366; mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: