The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნადარეიშვილი

გიორგი ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:1979
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2008  (29 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. აბაშა
კატეგორია:იურისტი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

პირველი კურსის დახურვის შემდგომ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საქართველოს შინაგანი ჯარის სპეციალური დანიშნულების ნაწილში, მერე ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში. უფროსი ლეიტენანტი გიორგი ნადარეიშვილი 2008 წლის გაზაფხულიდან მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის იურისტად მუშაობდა, როგორც მისი თანამებრძოლები ყვებიან, მას ცხინვალში ყოფნისას, ხელყუმბარა ესროლეს. დაიჭრა, თუმცა მაინც აგრძელებდა ბრძოლას. ამის შემდეგ, გიორგის სიახლოვეს რპგ-7-ის ჭურვი აფეთქებულა, აფეთქების ტალღისგან გიორგი ხევში გადავარდნილა, დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა. თბილისში არის გიორგი ნადარეიშვილის სახელობის ქუჩა. უფროსი ლეიტენანტი. 

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.115-116

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: