The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კიკნაძე

მიხეილ კიკნაძე
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1990  (34 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (MGIMO), კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობები 2010 წელს; მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (HSE) მაგისტრატურა, კვალიფიკაცია: მსოფლიო პოლიტიკა და მსოფლიო ეკონომიკა - 2013 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, კვალიფიკაცია: ბიზნეს ადმინისტრირება 2016 წელს.

2016-2018წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებებლი; 2018-2019წწ. - ევროპის უნივერსიტეტი, საერთაშრისო ურთიერთობების პროგრამა, ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევის ინტერესები მოიცავს საერთაშორისო კონფლიქტებს და მოლაპარაკებებს, რეგიონალური ლიდერობის ასპექტებს, ამერიკის საგარეო პოლიტიკას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პრობლემემს თანამედროვე მსოფლიოში. უძღვება შემდეგ კურსებს: შესავალი რეგიონმცოდნეობაში; საერთაშორისო ურთიერთობების თეორია; პოლიტიკური გეოგრაფია; ამერიკის საგარეო პოლიტიკა. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო კონფლიქტები და მოლაპარაკებები, რეგიონალური ლიდერობა, ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პრობლემემი თანამედროვე მსოფლიოში. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge


გააზიარე: