The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან ღუღუნიშვილი

დარეჯან ღუღუნიშვილი
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ქიმიკოსის კვალიფიკაციით; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა. 

1976-1979წწ. აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო  პათანატომიური განყოფილება, სანიტარი; 1979-1980წწ. თბილისის ჩარხსამშენებელი საწარმოო გაერთიანება, ლაბორატორია, ფოტოლაბორანტი; 1987-1998წწ. თბილისის მე-7 კლინიკური საავადმყოფოს აფთიაქი, აფთიაქის პროვიზორ-ტექნიკოსი; 1999 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1999-2002წწ. ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრა, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 2009-2023წწ. ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი, მოწვეული უფროსი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; მოწვეული ასოცირებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი; 2023 წლიდან მოწვეული პროფესორი. 2017-2019წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, შემაფასებელი კომისიის წევრი; 2017 წლიდან: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში აკადემიურ თანამდედობის კონკურსებში მიწვეული ექსპერტი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (2017), პროფესორი (2017), ფარმაცევტი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: