The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რიმა ერისთავი

რიმა ერისთავი
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1982  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:დიდგვაროვანი, მოდელი

ბიოგრაფია

დაიბადა ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავის (1865-1907) და თამარ კონსტანტინეს ასული ერისთავის (1886-1975) ოჯახში, ორივე ქსნის ერისთავების საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ. მათი ქორწილი 1900 წელს მეჯვრისხევში გაიმართა და როცა ქალიშვილი შეეძინათ, სახელი ოჯახის მეგობრის და ნათლიის, ალექსანდრე III ბალტიის სამხედრო ფლოტის ადმირალის გლაზენაპის მეუღლის პატივსაცემად დაარქვეს. რიმას მამა 1907 წელს გარდაიცვალა (ყაჩაღებმა მოკლეს) და მისი აღზრდა დედამ და დედის დედამ, ალექსანდრა დავითის ასულმა წერეთელმა (1854-1938) ითავეს. 1918 წელს თამარ ერისთავი საფრანგეთში წავიდა, 14 წლის რიმა კი ბებიასთან დატოვა თბილისში. 1921 წლის სამხედრო ოკუპაციის მერე, მერი შერვაშიძე თავის ქმართან - გიგუშა ერისთავთან (გენერალი გიგუშა ერისთავი რიმას დედის ბიძაშვილი იყო) ერთად პარიზში როცა მიდიოდა, რიმა ერისთავიც თან წაიყვანა. პარიზში იგი გახდა კოკო შანელისა და პარიზული მოდების სახლ "იტების" მოდელი, ცნობილი გახდა, როგორც "Prencesse Rimma Eristoff", რიმა პოპულარობით სარგებლობდა პარიზში მცხოვრებ რუსებშიც. მუსიკალური ნიჭის, დახვეწილი გემოვნებისა და არისტოკრატიული წარმომავლობის გამო, კიდევ უფრო მეტ სიმპატიას იმსახურებდა. მასთან პარიზში არსებული თიითქმის ყველა სამოდელო სახლი თანამშრომლობდა. იგი არასდროს გათხოვილა, გარდაიცვალა პარიზში. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.
წყარო: Académie géorgienne-française ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია: 
-facebook.comპრინცესა რიმა ერისთავი - კოკო შანელის ქართველი მოდელი; Princtsse Rimma Eristoff - უცნობი ქართველი მოდელი პარიზში //თბილისი Out : თბილისის კულტურული გზამკვლევი.-თბ.,2011.-N9.-გვ.96-97

გააზიარე: