The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელიტა ჩოლოყაშვილი

მელიტა ჩოლოყაშვილი
Other name:მელანია ჩოლოყაშვილი
Date of birth:1895
Date of death:1985  (at 90 years)
Category:Nobleman, Model

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი (ყოფილი ყარაბულახი), საგარეჯოს რაიონი.

მელიტა, იგივე მელანია ჩოლოყაშვილი დაიბადა თადეოზ ნიკოლოზის ძე ჩოლოყაშვილისა და მარიამ სვიმონის ასული ჯორჯაძის ოჯახში. მელიტა ჩოლოყაშვილი 18 წლის ასაკში ცოლად გაყვა ცნობილ პეტერბურგელ ადვოკატსა და მწერალ კონსტანტინე ზელენსკის, შეეძინა ქალიშვილი ლილია. 1922 წელს მელიტა ჩოლოყაშვილი 6 წლის ქალიშვილთან და დასთან, დარუსიასთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა. თურქეთიდან საფრანგეთში გადასვლის შემდეგ მელიტა ჩოლოყაშვილმა პარიზში მოდელობას მიჰყო ხელი, რაც მისი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ იქცა. ერთი პერიოდი კოკო შანელის ჩვენებებზე გამოდიოდა. საველი სორინს ეკუთვნის მელიტა ჩოლოყაშვილის ყველაზე ცნობილი პორტრეტი, რომელზე მუშაობაც მხატვარმა თბილისში ყოფნისას დაიწყო და შემდეგ პარიზში წაიღო. მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი საქართველოში მხოლოდ სორინის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა. მხატვრის ქვრივმა ნახატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად. 1974 წლიდან ნამუშევარი თბილისშია და მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. საფრანგეთში მელიტა ჩოლოყაშვილი მეორედ გათხოვდა. მის პორტრეტებს ხატავდნენ იმ პერიოდის ცნობილი მხატვრები ზიგმუნდ ვიშნევსკი და სერგეი სუდეიკინი, მელიტა ჩოლოყაშვილს ეძღვნება ტიციან ტაბიძის ცნობილი ლექსი "მელიტას". საქართველოს მთავრობამ 1919 წელს მიმოქცევაში გამოუშვა დროებითი ფულის ნიშნები (ბონები): 1, 3, 5, 10, 50, 100, 500 მანეთის ღირებულებით, რომლებსაც 1920-1921 წლებში დაემატა 1000 და 5000-მანეთიანები. მათი ესკიზების ავტორები იყვნენ მხატვრები: იოსებ შარლემანი (1880-1957), დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) და ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1938). მანდილოსნის პორტრეტი მხოლოდ 500-მანეთიან ბონის კუპიურას ამშვენებდა. ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მიხეილ ქავთარაძე (1906-2008) თავის მოგონებებში აღნიშნავდა: "როდესაც თბილისის პირველ გიმნაზიაში ვსწავლობდი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე დიდი ზეიმით აღინიშნებოდა, იმავე პერიოდში საქართველოს მთავრობამ მიმოქცევაში შემოიღო ბონები, რომელსაც ქართული წარწერები და ჩუქურთმები ამშვენებდა. მოსახლეობის პატრიოტულად განწყობილი ნაწილი დაუფარავი სიამოვნებით აკვირდებოდა ეროვნული ფულის ნიშნებს, რომელთაგანაც მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით ყველაზე მეტად 500-მანეთიანი მოსწონდათ. მასზე გამოსახული იყო მშვენიერი ახალგაზრდა ქალი. როგორც მაშინ აღნიშნავდნენ, მის გარეგნობაში ბონის ესკიზის ავტორმა გააერთიანა მშვენება სამი მანდილოსნისა, რომლებიც იმხანად ქართული სილამაზის ეტალონებად ითვლებოდნენ. ესენი იყვნენ: მარინე მაჩაბელიმერი შერვაშიძე და მელიტა ჩოლოყაშვილი". ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. თადეოზ ჩოლოყაშვილის შვილი.

წყარო: 100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები : როგორ გაერთიანდა სამი უმშვენიერესი ქალის სახე 500-მანეთიან კუპიურაზე / ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი.- თბილისი, 2019. N 3 (99).-გვ.36-43; მელიტა ჩოლოყაშვილი / დავით სოლომონიშვილი. პარალელი : სალიტერატურო-სამეცნიერო ჟურნალი / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი, 2022. N 13. გვ. 215-217


Share: