The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ფირცხალავა

ნიკოლოზ ფირცხალავა
სხვა სახელი:ბიჭიკო ფირცხალავა
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 1994  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.                         

დაამთავრა ქ. თბილისის მექანიზაციის ტექნიკუმი 1933 წელს; თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი 1939 წელს.

1930 - იან წლებში იყო საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წევრი; 1933-1939 წწ. "საქ. ნავთის" თანამშრომელი სხავდასხვა პოზიციაზე; 1939-1949 წწ. გენერალური დირექტორი; 1946 წელს დიდ სამამულო ომში (1941-1945) ღირსეული შრომისა და თავდადებისთვის საბჭოთა კავშირის მთავრობის უმაღლესი პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა ოქროს მედალი; 1954-1956წწ. იყო ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე; დიდი წვლილი მიუძღვის საავტომობილო დარგის პროფესიონალ მუშაკთა აღზრდაში; 1965 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სსრ ლენინის რაიონული საბჭოს დეპუტატად (26-საარჩევნო ოლქიდან); 1966 წელს საქართველოში პირველმა დააარსა ტაქსომოტორების პარკი (რომლის გენერალური დირექტორი იყო საპენსიო ასაკამდე).

წყარო: ნატო ფირცხალავას მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტი, წევრი (1941-)
  • საქართველოს ავტო სპორტის "კარტინგების" ფედერაცია, საპატიო პრეზიდენტი (1960-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით"
    სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის
  • 1971 - საქართველოს ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკი
    საქართველოს ტრანსპორტის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"
    შრომაში მიღწეული წარმატებისთვის
  • 1946 - ლენინის მედალი
    ღირსეული შრომისა და თავდადებისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: