The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟორა ახვლედიანი

ჟორა ახვლედიანი
ოფიციალური სახელი:რაფიელ ახვლედიანი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1992  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ქუთაისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, სამხედრო პირი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო აღვი, ცაგერის რაიონი.

17 წლის ასაკში გაიწვიეს  მე II მსოფლიო ომში, სადაც იბრძოდა წინა ხაზზე; დაიჭრა 1943 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ დნეპროპეტროვსკთან; ომიდან დაბრუნების შემდგომ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და ქუთაისის პარტიის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ დაინიშნა; შემდეგ ჩაის ფაბრიკის დიროქტორად: ჯერ სოფელ მუხაესტატეში და შემდეგ ჩაქვში, შემდგომ 18  წელი იმუშავა ქუთაისის პურკომბინატის მთავარ ინჟინრად; იყო ქუთაისის ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე, ქუთაისის ტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი. დაჯილდოებულია ორდენითა და მედლებით.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - სამამულო ომის I ხარისსის ორდენი
    მამაცობისა და თავდადებული ბრძოლისთვის

გააზიარე: