The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ელიზბარაშვილი

მიხეილ ელიზბარაშვილი
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 2020  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის კათედრის ასპირანტურა.

1961-1966წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1966 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე: 1966-1989წწ. მექანიკა-მათემატიკის კათედრა, უმაღლესი მათემატიკის ლექტორი; 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დრეკადობის თეორიაში; 1989 წელს მიენიჭა მექანიკა-მათემატიკის კათედრის დოცენტენის წოდება; 1990-1993წწ. მუშაობდა საქართველოს კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის მეთოდურ განყოფილებაში: მეთოდისტად (1990), მთავარ ბიბლიოთეკარად. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი. იყო ქართული პოეზიის, განსაკუთრებით, შოთას, ილიას, აკაკის, ცისფერყანწელების შემოქმედებათა დიდი მოტრფიალე. მისი მშობლიური კუთხის - ჯავახეთის და ქართული პოეზიის დიდმა სიყვარულმა მასაც მოასინჯინა კალამი პოეზიაში, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა ლექსების კრებულში - "მტკვარს მივყვებოდი გვერდით" (2007). მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1989), ასოცირებული პროფესორი (2007). 

წყარო: რევაზ ელისბარაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ბიბლიონი": nplg.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: