The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კლენოვსკი

ნიკოლოზ კლენოვსკი
დაბადების თარიღი:1857
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 1915  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში ვიოლინოსა და სპეც. თეორიის (პროფ. პ. ჩაიკოვსკისა და დ. გუბერტის კლასები) განხრით.

1879 წლიდან კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო პროვინციულ კერძო საოპერო თეატრებში დირიჟორად. 1881წელს კვლავ მოსკოვში დაბრუნდა. 1883 წლამდე ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, დირიჟორობდა დიდი თეატრისა და მოსკოვის უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრებს. არის რამდენიმე ბალეტისა და რომანსის ავტორი. მან შეკრიბა და დაამუშავა რამდენიმე სიმღერა, მ. შ. ქართულიც. 1893 წელს ჩამოვიდა საქართველოში და გააგრძელა მ. იპოლიტოვ-ივანოვის მიერ წამოწყებული მოღვაწეობა სამუსიკო სასწავლებელსა და საანსამბლო კლასებში. მისი თაოსნობით თბილისში მოიწვიეს ცნობილი რუსი პედაგოგები (კ. იგუმნოვი, ე. რიადნოვი, თ. ლევინი, მისი მეუღლე ზ. ლევინა, ვ. ვილშაუ და სხვ.), რომლებმაც დიდი ამაგი დასდეს ქართველ მუსიკოსთა პროფესიულ აღზრდას. მისი მოწაფეები იყვნენ ზ. ფალიაშვილი, ზ. ჩხიკვაძე, ი. კარგარეთელი, ნ. სულხანიშვილი, ვ. სარაჯიშვილი და სხვ. საქართველოში მოღვაწე რუსი მევიოლინე. ქართული ხალხური სიმღერების ერთ–ერთი პირველი უცხოელი შემკრები.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 86


გააზიარე: