The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ძლიერიშვილი

ზურაბ ძლიერიშვილი
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს.

1997-1999წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის მასწავლებელი; 1998-2005წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი, სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგის მოადგილე; 2001-2003წწ. მოსამართლეთა სასწავლო ცენტრის ლექტორი; 2001-2003 და 2014 წლებში იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების კომისიის წევრი; 2003-2007წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვეული სპეციალისტი; 2005 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2005-2008წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, სამოქალაქო საპროცესო სამართლის საპროფესოროს (კათედრის) ხელმძღვანელი; 2006-2007წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი ლონდონის საინვესტიციო დავების განმხილველ ცენტრში; 2006-2008წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი სტოკჰოლმისა და მოსკოვის საარბიტრაჟო  სასამართლოებში; 2007 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2008 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, მოწვეული პროფესორი; 2009-2014წწ. იყო თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრი; 2010 წლიდან არის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორი; 2012 წლიდან - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი; 2012 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი, კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი; 2012 წლიდან - აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი; 2012-2014წწ. იყო სხვადასხვა კომპანიის გადახდისუუნარობის საქმეებზე მომრიგებელი საბჭოს სასამართლოს მიერ დანიშნული წევრი; 2013-2014წწ. იუსტიციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი; 2013 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 1999-2014წწ. იყო სხვადასხვა კომპანიის კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში; 2014 წლიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული პედაგოგი; 2014 წლიდან არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, სტატია) ავტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 სადოქტორო დისერტაცია და ათეულობით სამაგისტრო ნაშრომი. 1999 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (2005 წლიდან – სამართლის აკადემიური დოქტორი).

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, წევრი (2009-2014)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭო, წევრი (2013-)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო, წევრი (2004-2006)
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო, წევრი
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, წევრი (2001-2006)
  • უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა, თავმჯდომარე (2020-)
  • უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა, წევრი (2019-)
  • უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა, თავმჯდომარე (2015-2017)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: