The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცინუკი მესხი

ცინუკი მესხი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:მსახიობი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1967 წელს.

1956- 975წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში მსახიობად; 1975-1980წწ. მუსკომედიის თეატრის მსახიობია, ხოლო 1980 წლიდან რუსთავის თეატრში მოღვაწეობს. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავი - ქუთაისის თეატრში: პეპელა (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"); რუქაია ( ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"); ბიანკა (უ. შექსპირის "ოტელო"); კნიაჟნა სონა (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"); ლამარა, მანაფა (დ. თაქთაქიშვილის "შემობრუნება", "თეთრი ღამურა"); კრეუსა (ლ. სანიკიძის "მედეა"); ნათელა (პ. კაკაბაძის "ბაგრატ მეშვიდე"); ზაირა (ს. შანშიაშვილის "ანზორი"); ნადიკო (შ. დადიანის "კაკალ გულში"); მინადორა (რ. ბეროძის "ახირებული"); ნასტია (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"); იბრუხტი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"); ია (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"); ციცინო (გ. ქელბაქიანის "ხმა გულისა"); მარიკა (თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან"); რეგინა (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"); თამრო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი") და სხვა; მუსკომედიის თეტრში: ანგელა, დედა (ა. გეწაძის "პაემანი ცაში", "გზა ყარამანს ქალი მოჰყავს"); მართა (გ. ნახუცვრიშვილისა და ბ. გამრეეკლის "ნაცარქექია"); ირმა (გრ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს") და სხვა; რუსთავის თეატრში: პოლინა ანდრეევნა (ა. ჩეხოვის "თოლია"); მედეა (გ. იათაშვილის "დღესასწაული"); ირინეს დედა (დ. კლდიაშვილის "სოლომონ მორბელაძე"); ქალბატონი მედეა (გ. ლორთქიფანიძის , დ. კობახიძის "ერთი დღე პოლკოვნიკის ცხივრებიდან"); ირინა ანდრეევნა (ალ . ჩხაიძის "დღის წესრიგშია ერთი საკითხი"); მეზობელი ქალი (გარსია ლორკას "ბერნანდა ალბას სახლი). ც. მესხი წლების განმავლობაში მონაწილეობდა საქ. რადიოსა და სატელევიზიო ლიტერატურულ დრამატულ გადაცემაში).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.139


გააზიარე: