The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკა კუჭავა

ნიკა კუჭავა
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ კუჭავა
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1983  (41 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2005 წელს.

2005 წელს მიიწვიეს მარჯანიშვილის თეატრში და სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ 2008 წელს გახდა დასის წევრი. სამსახიობო მოღვაწეობის განმავლობაში უმუშავია ისეთ გამოჩენილ რეჟისორებთან, მსახიობებთან და სცენარისტებთან როგორებიც არიან სოფიკო ჭიაურელი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, ზურა ყიფშიძე, გიგა ლორთქიფანიძე, ლევან წულაძე, გივი ჩუღუაშვილი, გივი ბერიკაშვილი, მერაბ ნინიძე, გურამ საღარაძე, გოგი გეგეჩკორი; ფილმოგრაფია: "ბიჭები და გოგონები" (რეჟ. რამიშვილი, ლიფონავა, 2006-2008), "ღმერთო, რისი გულისთვის" (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 2003), "ჩემი ცოლის დაქალები" (2017-2018), "ჩიფსების თაობა" (2008-2010), "ღვინის გზა" (რეჟ. შლიაპიკასი, 2015-2016); როლები თეატრში: ორესტე (ჟან-პოლ სარტრი, "ბუზები", 2003), რავინი ("ურიელ აკოსტა", 2005), ედი ("აღთქმული მიწა" , 2005), კოლფილდი ("თამაში ჭვავის ყანაში", 2006), კოტე ("ხანუმა", 2009), ტრეპლიოვი (რეჟ. მ. კოზაკოვი, "თოლია", 2009), ტლიმფო ("დეკამერონი", 2010), ცუბაკი ("ჟოლო", 2010), ვიკტორი ("Ptivate lives", 2011), სიმონიკო ("პიგმალიონი", 2011),  ორლანდო ("როგორც გენებოთ", 2012), ორგონი ("ტარტიუფი", 2013),  ფრედი (ჩარლზ დიკენსი, "საშობაო სიმღერა", 2014), სიმონ ჩოლოყაშვილი ("ქაქუცა ჩოლოყაშვილი", 2014), თეიმურაზი (მ. ჯავახიშვილი, "ჯაყოს ხიზნები", 2016), მარტინ მიროუ ("უსახელო ვარსკვლავი", 2016), "Begalut" (გ. ბათიაშვილი, 2017), "ზაფხულის ღამის სიზმარი" (2017), ვახტანგი ("ნავიგატორი", 2017), "ბაკულას ღორები" (დავით კლდიაშვილი, 2017), "ზაფხულის ღამის სიზმარი" (რეჟ. ლევან წულაძე უილიამ შექსპირის მიხედვით, 2019), ფაუსტი ("ფაუსტი", 2018), ჰამლეტი ("ჰამლეტი", 2019), პოზდნიშევი ("კრეიცერის სონატა", 2020), აკაკი ბაშმაჩკინი ("შინელი", 2020), პორფირი პეტროვიჩი ("დანაშაული და სასჯელი",  2021), გრაფ ალმავივა ("ფიგაროს ქორწინება", 2021), "ინციდენტი მეტროში" (2022). მიღებული აქვს ჯილდოები: მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფესტივალ "დებიუტზე" (2006), 2012 წელს დასახელდა წლის საუკეთესო არტისტად ცუბაკის როლის შესრულებისთვის კ. მიტანის პიესაში "ჟოლო", ლონდონის გლობუსის თეატრში 5 "Guardian"-ის ვარკვლავი (2016), 2021 წელს დასახელდა წლის საუკეთესო მსახიობად პოზნიშევის როლის შესრულებისთვის ლ. ტოლსტოის "კრეისერის სონატაში". კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი: marjanishvili.comfortuna.ge; ჟურნალი "გზა": gza.kvirispalitra.ge


გააზიარე: