The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ნახუცრიშვილი

გრიგოლ ნახუცრიშვილი
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1922
გარდაცვ. თარიღი:1984  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

1939 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური და აღმოსავლური ენების განყოფილებაზე; დაამთავრა ბაქოს საზენიტო-საარტილერიო სასწავლებელი; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში აკადემიკოსების იუსტინე აბულაძისა და გიორგი ახვლედიანის რეკომენდაციებით. 

საბჭოთა კავშირის დიდმა სამამულო ომმა მას მესამე კურსზე მოუსწრო. 1941 წლის აგვისტოდან 1946 წლის აპრილამდე სამხედრო სამსახურში იყო. 1942-1945 წლებში იყო ბატარეის მეთაური. 1945 წელს მიიღო უფროსი ლეიტენანტის წოდება. 1946 წელს არმიიდან დემობილიზაციით დაბრუნების შემდეგ აღადგინეს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტად. სწავლის განახლებისთანავე შეუედგა ირანის ფილოლოგიის შესწაელას. 1953 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1952 წლიდან მუშაობა დაიწყო ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა პედინსტიტუტში ზოგადი ფილოლოგიის კათედრის უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, 1976 წლიდან ამავე კათედრის გამგის თანამდებობაზე. მისი მეცნიერული გამოკვლევები კონკრეტული ენათმეცნიერების სფეროში სისტემატურად იბეჭდებოდა სამეცნიერო ჟურნალებში. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მისი მთარგმნელობითი საქმიანობა. ნათარგმნი აქეს ქართულად ჰინდი ენიდან თანამედროვე მწერლების მოთხრობები და სხვა ნაწარმოებები. 1972 წელს გამოიცა მის მიერ შედგენილი "ქართული ენის თვითმასწავლებელი ინგლისური ენის მცოდნეთათვის" (ინგლისურ ნაწილში თანაავტორ მ. კრავეიშვილთან ერთად). იგი არის რომენ როლანის ტომის რედაქტორი სერიაში "მსოფლიო ლიტერატურა". მონაწილეობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შედგენაში. აქ მის კალამს ეკუთენის მასალები ინდური ლიტერატურის შესახებ. მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 86-87

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მასწავლებელი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: