The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უჩა ხარძიანი

უჩა ხარძიანი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1930
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 2007  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კალა, მესტიის რაიონი.

დაამთავრა მესტიის პედაგოგიური სასწავლებელი 1948 წელს; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.

მუშობა დაიწყო კალის რვაწლიან სკოლაში პედაგოგად; 1952 წელს აირჩიეს საქართველოს ალკკ მესტიის რაიკომის მეორე მდივნად; 1958 წელს იგი გადაიყვანეს მესტიის რაიკომში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ; 1960 წელს აირჩიეს მშობლიურ სოფელ კალაში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ; 1967 წელს გადავიდა მუდმივ საცხოვრებლად და სამუშაოდ გარდაბნის რაიონში და მუშაობა დაიწყო პარტიის რაიკომში; 1970 წელს გადაიყვანეს სოფელ მზიანეთში საშუალო სკოლის დირექტორად. მისი ინიციატივით და უშალო ხელმძღვანელობით აშენდა მზიანეთის საშუალო სკოლა. 1981 წელს გადაიყვანეს გარდაბნის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ; 1983 წელს დანიშნეს გარდაბნის რაიონული კულტურის განყოფილების გამგედ. მისი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით ქალაქ გარდაბანში აშენდა და გაიხსნა ქართული საშუალო სკოლა. მიღებული ქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.455

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • ღირსების ორდენი
    განათლების სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის

გააზიარე: