The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ვაშაკიძე

ვალერიან ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1922
გარდაცვ. თარიღი:1999  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტერის ინსტიტუტი 1954 წელს და კონკურსით ჩაირიცხა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში.

საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს არმიაში. 1941-1945წწ. იყო შინაგანი ჯარების 37-ე დივიზიის 226 პოლკის რიგითი ჯარისკაცი და ათეულის მეთაური. ბელორუსიის ტერიტორიაზე იცავდა ქალაქებს, სტრატეგიულ ობიექტებს. ომის დამთავრების შემდეგ იყო იმავე პოლკის ოცეულის მეთაური. 1948 წელს დემობილიზებულმა რამდენიმე თვე იმსახერა თბილისში. 1949 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს ფიზკელტერის ინსტიტუტის სპორტელ კლუბში მწვრთნელად მძლეოსნობაში. 1958 წლიდან მუშაობდა ფიზიკური კულტერის ინსტიტუტის მძლეოსნობის კათედრაზე ჯერ მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, შემდეგ კათედრის გამგედ. მან სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში. 1953 წელს მისმა ნაშრომმა ლენინგრადში სტუდენტთა საკავშირო სამეცნიერო კონფერენციაზე დაიმსახურა მეორე საკავშირო პრემია. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიიღო პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მას შესრულებული აქეს 121 სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის ნაშრომი. 1964-1966წწ. მივლინებით იყო კუბაში და მონაწილეობდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის დარგში პედაგოგთა და სპორტსმენთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. იყო საქართველოს, ამიერკავკასიისა და ბელორუსიის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი რბენის სხვა და სხვა სახეობაში. 1980 წელს მიწვეული იყო მსაჯ-არბიტრად XXII ოლიმპიურ თამაშებზე მოსკოვში.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 40-41

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საკავშირო კატეგორიის მსაჯი
  • 1952 - სპორტის ოსტატი

გააზიარე: