The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ზაუტაშვილი

გელა ზაუტაშვილი
დაბადების თარიღი:1961
გარდაცვ. თარიღი:2023  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

1980-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა გამოფენაში. მათ შორის: "თაობა 80" (მხატვრის სახლი, თბილისი, 1986), "თანამედროვე ქართული ხელოვნების რეტროსპექტივა" (მხატვართა ცენტრალური სახლი, მოსკოვი, 1987), "ქართული ფიგურატიული ხელოვნება" (ერმიტაჟის ბაღი, მოსკოვი, 1987), "ქართული აბსტრაქტის პირველი ჯგუფური გამოფენა" (სახელმწიფო სამხატვრო გალერეა, თბილისი, 1987), "ავანგარდი-88" (თბილისის მუზეუმი, 1988), "Eidos: იდეა პლასტიკური და სოციალური" (გალერეა პეტროვკაზე, 1988), "საბჭოთა ავანგარდი 1920-1980 წწ." (ხელოვნების სასახლე, მინსკი, 1989), "ავანგარდი საბჭოთა რუსეთში 1970-1980 " (ფონდი "Vasarely". ექს-ან-პროვანსი, საფრანგეთი, 1989), ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა (ჩიკაგო, აშშ, 1989 ), საბჭოთა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა (გალერეა "Bodenshatts", ბაზელი, შვეიცარია, 1989), "ხელოვნება" (მელბურნი, ავსტრალია, 1990 ), "ART MIF 2", ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა (ცენტრალური საგამოფენო დარბაზი მანეჟი, მოსკოვი, 1991).

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 56-57; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი: archive.propaganda.network


გააზიარე: