The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ცაბაძე

თეიმურაზ ცაბაძე
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1950  (73 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით 1975 წელს. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  დაგეგმარების ავტომატიზაციის სისტემის სპეციალობით ქ. მოსკოვის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო-ექსპერიმენტულ ინსტიტუტში და 1989 წელს მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1975-1979წწ. იყო სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიურ-მათემატიკური გამოკვლევების განყოფილების უფროსი ლაბორანტი, უფროსი სპეციალისტი; 1979-1984წწ. "საქბაგირგზის" სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ ტრანსავტომატიკის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984-1986წწ. საქართველოს სახელმწიფო კომიტეტის საქსახსპეცტრანსის საგარეო კავშირებისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსი, მეცნიერების, ახალი ტექნიკის დანერგვისა და პერსპექტიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი; 1986-1988წწ. - "საქსახსპეცტრანსის" სამეცნერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ "ტრანსავტომატიკის" დაპროექტების ავტომატიზაციის (CAD) სისტემებისა და გამოთვლითი ტექნიკის განყოფილების უფროსი, ინსტიტუტის CAD სისტემების მთავარი კონსტრუქტორი; 1988-1996წწ. საქართველოს რესპუბლიკის მანქანათმშენებელთა საკავშირო სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოების სამეცნიერო–საინჟინრო ცენტრი "ТЕХМАШСАПР", დირექტორი; 1996 წელს საქართველოს სათბობ–ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაცია, ვიცე-პრეზიდენტი; 1996-2004წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004-2007წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, დირექტორი; 2007-2009წწ. შპს სამეცნიერო საინჟინრო ცენტრი "სისტემოტი", გენერალური დირექტორი; 2008-2012წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებები, მოწვეული ლექტორი; 2009-2016წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომერციალიზაციის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი. 2012-2017წწ. - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნეს სკოლა, პროფესორი; 2015 წლიდან - ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2016 წლიდან - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი. 2008 წლიდან მონაწილეობდა 18 საერთაშორისო კონფერენციასა დამსოფლიო მსოფლიო ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს 65 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ორი სახელმძღვანელო და ერთი მონოგრაფია. საერთაშორისო ჟურნალის AIS: Advances in Information Sciences თანარედაქტორი. შეყვანილია საქართველოს ენერგეტიკოსების ენციკლოპედიაში. ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.396; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: