The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ალანია

დავით ალანია
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1977  (46 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1998 წელს; თბილისის იურიდიული ინსტიტუტი 1999 წელს.

1997-2000წწ. მუშაობდა საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, ჯერ იუსტიციის სამინისტროში, შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 1996 წლიდან ჩართულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის მუშაობასა და კვლევებში. ამავე წლიდან იყო სტუ-ის ალპური კლუბისა და ალოინისტთა ჯგუფის წევრი. უნივერსიტეტის სახელით შესრულებული აქვს მრავალი ასვლა კავკასიონზე; არის OSCE-ს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფის წევრი, 2015 წლიდან BORDERPOL-ის საკონსულტაციო საბჭოს საპატიო წევრი, 2016 წლიდან ეუთოს ექსპერტთა ჯგუფის წევრი. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში როგორც მოწვეული მომხსენებელი, ექსპერტი ან / და სპეციალისტი. განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნის მედლებითა და სამკერდე ნიშნებით; 2018 წლიდან იგი არის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც კითხულობს ლექციებს სამაგისტრო პროგრამაზე. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნებში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. სამართლის მაგისტრი, მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 25


გააზიარე: