The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით თაბაგარი

დავით თაბაგარი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1996  (28 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

სწავლოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის მიმართულებით.
ფოტოგრაფიის შესწავლა ადრეულ ასაკში, დამოუკიდებლად დაიწყო. 2019 წლიდან მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტოგრაფად. პარალელურად დაკავებულია თავისუფალი ფოტოგრაფიით. მის ფოტორეპორტაჟების თემატიკა ძირითადად სოციალურ საკითხებს, ურბანულ, სამხედრო და ლანდშაფტის ფოტოგრაფიას მიეკუთვნება. სხვადასხვა დროს მისი ფოტოები დაიბეჭდა ისეთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოცემებში როგორებიცაა: Peta pixel, National Geographic, Europe Time, Radio Free Europe/Radio Liberty, Marketer, Georgian Journal- და სხვა. არის სხვადასხვა პროექტის მონაწილე (მედია სწავლება "ღირსეული პასუხი 2017", საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) და გამარჯვებული National Geographic Magazine საქართველოს ფოტოკონკურსისა "სიცოცხლე შენ გარშემო, 2018"; National Geographic Magazine საქართველოს ფოტოკონკურსისა "თოვლიანი საქართველო, 2019". მიწვეული ლექტორია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), სასერტიფიკატო პროგრამაზე "ფოტოგრაფიის საფუძვლები". მის ფოტორეპორტაჟებში განსაკუთრებული ადგილი უკავია პროექტს "პარალელური თბილისი". ფოტოხელოვანი.

წყარო: რადიოთავისუფლება: თბილისის საბჭოთა მიწისქვეშეთი: radiotavisupleba.ge


გააზიარე: