The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაბა-ციოყ დადეშქელიანი

Other name:ბაბა-ციოყ დადიშქელიანი
Date of birth:17??
Date of death:1812
Category:Nobleman

Biography

ბაბა-ციოყ თენგიზის ძე დადიშქელიანი სვანეთის მთავარი, ჩუბეხეველი დადიშქელიანების წარმომადგენელი. გადმოცემის მიხედვით, პატარა ციოყის მამა და ძმები ეცერის მფლობელმა ჯანსუღ დადიშქელიანმა ამოწყვიტა. პეპა ჩარკვიანმა, რომელსაც ციოყის მოკვლა ჰქონდა დავალებული, ბიჭს გაქცევის საშუალება მისცა. ციოყს ჩუბეხევლები მალულად ზრდიდნენ. ჯანსუღის სიკვდილის შემდეგ ციოყმა მისი შვილები ეცერიდანაც განდევნა და მთელი სამთავროს მფლობელი გახდა. ხალხში მას ბაბა-ციოყს ("მამა ციოყი") უწოდებდნენ. ბაბა-ციოყის გარდაცვალების შემდეგ მის შთამომავლებს შორის მტრობა ჩამოვარდა, რასაც, საბოლოოდ, მის შვილს თათარყანსა და შვილთაშვილს ციოყ მოსოსტრის ძეს შორის სამთავროს ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვა.

წყარო: დადეშქელიანების ამბავი : მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა / თემურ ამყოლაძე.-ქუთაისი,2014.-გვ.572


Share: