The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციოყ დადეშქელიანი

Legal name:ალექსანდრე დადეშქელიანი
Date of birth:1862
Date of death:1910  (at 48 years)
Category:Nobleman, Public official

Biography

1910 წელს, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ბაღდათის სატყეოს მმართველი ალექსანდრე (ციოყ) დადეშქელიანი. მის მკვლელობაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო დავით (უჩა) დადიანი და 20 წლიანი კატორღა მიუსაჯა. ალექსანდრე დადეშქელიანის ცოლს, სილამაზით განთქმულ ბაბილინა გიორგის ასულ ერისთავს (1867-1922) და დავით (უჩა) დადიანს ერთმანეთი წლების მანძილზე, ახალგაზრდობიდან უყვარდათ. განაჩენის სენატში გასაჩივრების შემდეგ დავით (უჩა) დადიანი გაათავისუფლეს, ასე დააღწია მან კატორღას თავი. ბაბილინა ერისთავი-დადეშქელიანი უჩა დადიანმა ცოლად შეირთო და 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის მერე, ბათუმიდან კონსტანტინეპოლში გაემგზავრა ბაბილინასთან და მის შვილებთან-დადეშქელიანებთან ერთად. უჩა დადიანმა ბაბილინას შვილები ჯერ პარიზში ჩამოიყვანა, მერე იქიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიყვანა და მათ მზრუნველობას უწევდა სიცოცხლის ბოლომდე. ამერიკის შეერთებულ შტატებში, უჩა დადიანი ერთხანს მუშაობდა გიორგი მაჩაბლის პარფიუმერულ წარმოებაში, თანამშრომლობდა სათვისტომოებთან. კატი დადეშქელიანის მამა, ბაბილინა ერისთავის მეუღლე.

წყარო: ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია: facebook.com


Share: