The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ დოიჯაშვილი

ზურაბ დოიჯაშვილი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1963
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 2021  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პროფესიით მშენებელი იყო; მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო; საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმღერით "სად არ ვიყავი, სად არა"; დიდი პოპულარობა მოუტანა ზურაბ მანაგაძის სიმღერამ "მელიქიშვილის გამზირი"; გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ, აგრეთვე მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, შესრულებული აქვს როლი ქართულ ტელესერიალში "ცხელი ძაღლი"; 2012-2015 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში; 2018 წელს ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად; ჯანმრთელობის გაუარესების გამო მომღერალი თვეების განმავლობაში თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. 2020 წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. 2021 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ დოიჯაშვილის სახელი ეწოდა. ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი.

წყარო: რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge


გააზიარე: