The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ახვლედიანი

სერგო ახვლედიანი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1982  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბალაშოვი, სარატოვის გუბერნია (რუსეთი).

სწავლობდა ნიჟეგოროდის სამხატვრო ტექნიკუმში (1926–1928), შემდეგ სწავლა გააგრძელა სარატოვის სამხატვრო-სამრეწველო ტექნიკუმში (1928–1931).

1940 წლიდან მონაწილეობს გამოფენებზე; 1941 წლიდან – ევგ. ვახტანგოვის სახელობის თეატრის მხატვარია, აფორმებდა ვ. კატაევის (1943), ა. ოსტროვსკის (1948), დ. მამინ-სიბირიაკის (1955), ა. ჟერის (1956), ფ. კნოპეს (1957) სპექტაკლებს; ასევე მუშაობდა მოსკოვის კამერულ თეატრში (1935), ნ. გოგოლის სახელობის დრამატულ თეატრში (1960), მოზარდ მაყურებელთა თეატრში (1961), ლენინგრადის მუსკომედიის თეატრში (1947), ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში (1953); 1930 წლებში სერგო ახვლედიანი მუშაობდა სავაჭრო რეკლამის სფეროში, მონაწილეობდა სარატოვის ოლქის სამხატვრო გამოფენებზე (1940), სარატოვის სამხატვრო სასწავლებლის 50- წლისთავთან დაკავშირებულ გამოფენაზე (1948), მოსკოვის მხატვართა კავშირის საგაზაფხულო გამოფენაზე (1955), მოსკოვის თეატრისა და კინოს მხატვართა გამოფენაზე (1956), დიდი ოქტომბრის სოც. რევოლუციის 40 - წლისთავთან დაკავშირებული საკავშირო სამხატვრო გამოფენაზე (1957), მოსკოვის მხატვართა გამოფენაზე "მოსკოვი - ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი" (1964). ს. ახვლედიანის პლაკატები ინახება ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში, სანკტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში, ბელორუსიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სარეკლამო პლაკატების რუსეთის კერძო კოლექციებში. თეატრალური მხატვარი, სამრეწველო გრაფიკოსი, პლაკატისტი. 

წყარო: საბჭოთა პლაკატი:  tramvaiiskusstv.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - რსფსრ დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: