The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ პაპავა

ზურაბ პაპავა
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა რკინიგზის ტრანსპორტის თბილისის საინჟინრო ინსტიტუტი სპეციალობით ელექტრომექანიკოსი 1956 წელს.

1956-1988წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ენერგომომარაგების ხაშურის მორიგე ელექტრომექანიკოსად, ტექნიკური ბიუროს უფროსად, უფროს ინჟინრად, ელექტროფიკაციისა და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის უფროსად, რკინიგზის კადრების განყოფილების უფროსი-გზის უფროსის მოადგილედ, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსად; 1990-1995წწ. რესპუბლიკური სპეციალიზებული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების საქტოქსმეორად გადამუშავების გენერალური დირექტორის მოადგილე; 1995-1997წწ. საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის სათბობენერგეტიკული რესურსების გამოყენების საგზაო ინსპექციის უფროსი; 1985-1987წწ. თბილისის სახალხო დეპუტატების საბჭოს დეპუტატი; 1987-1990წწ.  საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.281

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: