The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ვახვახიშვილი-ჯავახიშვილი

სოფიო ვახვახიშვილი-ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:1857
გარდაცვ. თარიღი:1928  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაიბადა სახელგანთქმული მოსამართლის, ათანასე ვახვახიშვილის ოჯახში. რვა წლის ასაკში შეიყვანეს თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში, მას სწავლა ამ სასწავლებლის მოსწავლეთა პირველ შემადგენლობაში მოუწია; 1864 წელს თელავის სამაზრო სასწავლებელში მასწავლებლად დანიშნეს 19 წლის თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი (1844-1912). მოგვიანებით მან ცოლად შეირთო სოფიო ვახვახიშვილი. თანამედროვეთა დახასიათებით, იგი ყოფილა ლამაზი, თავმდაბალი, ნაზი, დარბაისელი, ჭკვიანი, გონიერი, დიდი ნებისყოფის ადამიანი, თავისი შვილების მესაჭე და ამავე დროს მეგობარი. დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის დედა.

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.55


გააზიარე: