The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ მჭედლიანი

ეთერ მჭედლიანი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მშობლიურ სკოლაში პიონერ ხელმძღვანელად, შემდეგ გადაიყვანეს მესტიის კომკავშირის რაიკომში სასკოლო განყოფილების გამგის თანამდებობაზე. მისი სიყვარული ლიტერატურისა და ისტორიისადმი, რომელიც მამამ შეაყვარა შეუმჩნეველი არ დარჩენილა რაიონული ხელმძღვანელობისათვის და იგი მალე სამუშაოდ გადაიყვანეს რაიონული გაზეთის რედაქციაში. შემდეგ მუშაობა განაგრძო მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, 1966 წელს დაინიშნა რაიონული გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად. ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ლიტერატურული და პუბლიცისტური მუშაობის ახალი ეტაპი. 2003-2004წწ. უშვებდა საკუთარ, დამოუკიდებელ გაზეთს "ლალხორს", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა რაიონის მოსახლეობაში. აქტიურად მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ შექმნილ ეროვნულ მოძრაობაში. წერს ლექსებს, ლიტერატურულ-მხატვრულ ნაწარმოებებს და მუშაობს სვანური ტოპონიმების შესწავლაზე.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.263

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: