The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე იმნაიშვილი

ალექსანდრე იმნაიშვილი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:2011  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით1948 წელს.

1950-1956წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1956 წლიდან იყო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, შემდეგ N8 მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილე; 1964 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე; 1981 წლიდან - იმავე ტრესტის მთავარი ინჟინერი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აშენდა მრავალი მაგისტრალური ხაზი და ქვესადგური, კავკასიის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი სისტემათაშორისო ელექტროგადამცემი ხაზები. დაჯილდოებულია საქართველოს, სომხეთისა და დაღესტნის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმების საპატიო სიგელებით. მიღებული აქვს მრავალი მედალი და წარჩინების ნიშანი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.153

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: